06:47 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 09:51:08, 350 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის გზებზე დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია

დღეს დილიდან დედაქალაქის გზებზე, კერძოდ, მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია მარჯვენა სანაპიროზე, სადაც მოძრაობა ორმხრივად არის დაშვებული; აღდგა მოძრაობა, ასევე, თამარ მეფის გამზირიდან კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით; მოძრაობა აღდგენილია 26 მაისის მოედნის მხრიდან გვირაბის გავლით მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, აგრეთვე, მარჯვენა სანაპიროდან გვირაბის გავლით 26 მაისის მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება ფილარმონიიდან კოსტავას ქუჩით გმირთა მოედნისაკენ მიმავალ გზას, აქ მოძრაობა ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი: ფილარმონიიდან ვარაზისხევის, ფილარმონიიდან მარჯვენა სანაპიროს, ფილარმონიიდან თამარ მეფის გამზირისა და ფილარმონიიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით.

მარჯვენა სანაპიროდან, ასევე, დასაშვებია მოძრაობა თამარ მეფის გამზირის მიმართულებით.

აღდგენილია მოძრაობა გალაკტიონ ტაბიძის ხიდის მხრიდან გმირთა მოედნისკენ გადამავალ ესტაკადაზე, ასევე, გმირთა მოედნის მხრიდან მარჯვენა სანაპიროზე დასავლეთის მიმართულებით გადამავალ ესტაკადაზე.

ამ დროისთვის გარკვეული შეზღუდვები დროებით შენარჩუნებულია შემდეგი მიმართულებით: თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე; კოსტავას ქუჩიდან (საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან) ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსსა და გმირთა მოედანზე შესასვლელ მონაკვეთზე; მარჯვენა სანაპიროდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე.

„იმისათვის, რომ დღეს დილისთვის გადაადგილება დედაქალაქში აღდგენილიყო, მთელი ღამის განმავლობაში ქუჩების მორეცხვის პროცესი მიმდინარეობდა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადა, სანაპირო ზოლი მშრალი ხიდიდან თამარ მეფის ხიდამდე და ვარაზისხევი მორეცხეს. აღნიშნულ მონაკვეთზე „თბილსერვისის“ სპეციალური ტექნიკა მუშაობდა, რომელსაც საგანგებო სამსახურის შესაბამისი ბრიგადები ეხმარებოდნენ. მანამდე აღნიშნულ მონაკვეთზე მთელი დღის განმავლობაში დასუფთავების პროცესი მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ტერიტორია სტიქიისას ჩამოტანილი ტალახისგან გაიწმინდა“, – აცხადებენ მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics