|
2018-12-28 12:18:46, 1689 ნახვა
კომენტარი
კახიძე: მურისიძის დანიშნვა, ივანიშვილის მიერ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გაფორმებული კონტრაქტის შედეგია
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშნვის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა ძირეული რეფორმები უნდა ჩაატაროს, რათა ქვეყანა გამოუსწორებელ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. როგორც კახიძემ განმარტა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძის უვადო გამწესებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. "ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა არამხოლოდ სასამართლოს მმართველი ჯგუფის მოსამართლე წევრებმა, არამედ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულმასამმა არამოსამართლე წევრმა გზირიშვილმა, ქადაგიძემ და ხარებავამ. ბატონი მურისიძის დანიშვნა არის, ჯერ ერთი ბიძინა ივანიშვილის მიერ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გაფორმებული კონტრაქტის პირდაპირი შედეგი და ასევე "ქართული ოცნების" გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგი. დროა რომ პოლიტიკური კეკლუცობის, პოლიტიკური ფარისევლობის გვერდზე გადადებით დაიწყოს რეალური ნაბიჯების გადადგმა თუ მათ მართლა აღელვებთ სასამართლოს დამოუკიდებლობა,"-აღნიშნა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)