|
2018-12-27 14:43:25, 1665 ნახვა
კომენტარი
რატიანი უმრავლესობას: პარლამენტის თბილისში გადატანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება
„პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის თბილისში გადატანა უკან გადადგმული ნაბიჯია. „დღეს ბოლო სხდომაა ქუთაისის პარლამენტის შენობაში. ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვიცავდით იმ პრინციპს და იმ ჩანაწერს, რომ ქუთაისი ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი. სწორედ ეს იყო განახლების, მომავლის, თანამედროვე საქართველოს სიმბოლო. თქვენ მიერ პარლამენტის გადატანა ქუთაისიდან თბილისში, ვფიქრობ, რომ არის უკან წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება. ეს არის იმ რეალობაში დაბრუნება, როდესაც ელიტა ცხოვრობს ერთ ქალაქში, იქვე უნდა გადაირბინოს და იქვე მოაყომაროს მთელი ქვეყნის ბედი. ასევე, ეს არის სიმბოლო, როდესაც გვაქვს მაგალითად, ხუთოთახიან ბინა, გვინდა, რომ შევიყუჟოთ და ვიცხოვროთ ერთ ოთახში. ამიტომ ჩემთვის მძიმეა ის, რომ ეს არის დროებით გამომშვიდობება მომავლის საქართველოსთან“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)