|
2018-12-25 18:58:07, 1286 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - ირაკლი ნადირაძემ ღამის ეკონომიკის განვითარება ნარკოტიკებს დაუკავშირა, რაც კატეგორიულად მიუღებელია
ირაკლი ნადირაძემ ღამის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ ნარკოტიკებს დაუკავშირა, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პუპულარიზაციისთვის ერთობლივი მუშაობაა საჭირო. „გაქცეულ ნადირაძეს მაინც ვალდებული ვარ უპასუხო. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენთაგანისთვის, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, ნარკოტიკები ცუდია და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ვებრძოლოთ ამ მიმართულებას. უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, რამდენად ცუდია ნარკოტიკების ზემოქმედება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შთავაგონოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორად ცხოვრება. რა თქმა უნდა ღამის ეკონომიკა განვითარდება. ის კლუბებიც განვითარდება, რომელიც ელექტრონული მუსიკით არის დაინტერესებული და პირველი, ზუსტად ეს კლუბებია დაინტერესებული იმით, რომ რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი დაინერგოს, მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული ამაში და არა ნარკოტიკებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, მათ შორის ღამის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით: „მას შემდეგ, რაც თქვენ ღამის ეკონომიკის განვითარება დააანონსეთ, ბატონი გახარია გამოვიდა და ლამის თავზე ჩამოიქცა ის მთავარი ობიექტები, რომელზეც ფაქტიურად დგას ეს ე.წ. ღამის ეკონომიკა ქალაქში. თვლით თუ არა, რომ ეს იყო თქვენი წარუმატებელი პროექტი და როგორ ფიქრობთ, ერთი ავტობუსი რომ დადის პარასკევი-შაბათი-კვირა ახმეტელიდან ვარკეთილამდე ეს ააღორძინებს ღამის ეკონომიკას?“.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)