10:30 - 28 May, 2026
|
2018-12-22 12:05:45, 3837 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის მთავრობამ ნაწილობრივ მუშაობა შეაჩერა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დაფინანსების არარსებობის გამო მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება . მედია საშუალების ინფორმაციით, ამას წინ უძღოდა კანონმდებლებს შორის კონსენსუსის არარსებობა, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების დაფინანსების საკითხს უკავშირდებოდა. კერძოდ, თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი, მექსიკასთან დამცავი კედლის დასაფინანსებლად 5 მილიარდ დოლარს ითხოვს, რასაც „დემოკრატები“ ეწინააღმდეგებიან. 20 დეკემბერს კანონმდებლებმა ამ საკითხზე დებატები გადაავადეს. მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცება, რის გამოც გარვკვეული უწყებები დაფინანსების გარეშე დარჩნენ. მედიის ცნობით, მუშაობა შეაჩერა შეერთებული შტატების სახელმწიფო სააგენტოების თითქმის მეოთხედმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)