23:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 15:49:59, 1314 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი - ზოგ არასამთავრობოს და ოპოზიციონერს ქალი პოლიციელის როლის დაკნინება სურს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გურჯაანის რაიონის სასამართლოსთან ქალი პოლიციელების ყოფნასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ეხმაურება.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხით აპელირება პოლიციაში ქალის როლს აკნინებს.

""შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ქალები იკავებენ, მათ შორის მინისტრის ორი მოადგილე ქალია. ეს მიუთითებს ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე. ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, რადგან მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს. თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რა რაოდენობის პოლიციაც მივიჩნიეთ საჭიროდ იმისთვის, რომ მართლწესრიგი დაგვეცვა, იმ რაოდენობის პოლიცია მივიყვანეთ გურჯაანში. რაც შეეხება ქალების ყოფნას, ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, იმიტომ, რომ მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციის შესრულება, როგორც კაცებს და ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის პირადად მიუღებელია. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რომელიც ასევე მოვისმინე, იყო თუ არა ეს შეგნებულად გაკეთებული, არ ვიცი, ვერ გეტყვით, დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები, ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი პოლიციელი ქალი მუშაობს კახეთში, ეს თუ არ იყო დამთხვევა და ამის მიღმა რაღაც სექსისტური მოტივაცია იყო, რაზეც ზოგიერთები მიუთითებენ, ამ საკითხით პირადად მე დავინტერესდები", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics