|
2018-12-20 13:50:23, 1335 ნახვა
კომენტარი
უგულავა: დიდი ხანია ვიცით, სასამართლო არის უსამართლო, მაგრამ დღეს დავინახეთ, რომ უტიფარიც არის
„დღევანდელი დღე არ არის მარტო დათო კირკიტაძის დაპატიმრების დღე, დღეს ივანიშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა საკუთარი მოსახლეობის ნახევარი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების აზრის და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ახდენს. „ჩვენ დიდი ხანია, ვიცით, რომ სასამართლო არის უსამართლო, ჩვენს ქვეყანაში მაგრამ დღეს ასევე დავინახეთ რომ სასამართლო არის უტიფარიც. პროკურატურის უტიფრობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი. აპელირება იმაზე, რომ ადამიანი განზრახვით მოქმედებდა, ადამიანი მიიმალება, ეს პირველად არ გაუკეთებიათ. ასეთი პრაქტიკა აქვთ და ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტის აზრის და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა ხდება. ივანიშვილმა მოსახლეობის ნახევარი გამოაცხადა მეორეხარისხოვან მოქალაქეებდ, რომლებსაც შეუძლია, შეურაცხყოფა მიაყენო, მოქალაქეებად, რომლებსაც თავზე შეგიძლია, კონსტიტუცია გადაახიო. მოქალაქეებად, რომლებიც კანონის უტიფარი გამოყენებით შეიძლება, დასაჯო, ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, ქართული ოცნების წევრებს, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს საკუთარ შარდს უსვამენ სახეზე და ეს ადამიანები დღეს საკუთარ თანამდებობაზე ბრუნდებიან. ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც ბატონობს უტიფრობა და მხოლოდ და მხოლოდ, თუ შეეტენები ივანიშვილს და თუ შეეტენები "ქართულ ოცნებას", მაშინ იქნები კარგად. ეს არის გამოწვევა - 800 000 ადამიანს, მოსახლეობის ნახევარს გვეუბნებიან, რომ ვართ მეორეხარისხოვანი ადამიანები. ეს გამოწვევა ჩვენ უნდა მივიღოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ივანიშვილი ბოლომდე წელავს ზამბარას, იმ ზამბარას, რომელიც მათ მოხვდებათ ძალიან მწარედ ცხვირში ”- განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)