|
2018-12-19 15:20:37, 3550 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი საქართველოს საზღვართან მდებარე 2 კურორტის განვითარებას აპირებს
რუსეთის ხელისუფლება საქართველოს საზღვართან მდებარე ორი კურორტის განვითარებას გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა განაცხადა. როგორც გოლოდეცმა განმარტა, ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზია ამ მიმართულებით ადგილობრივმა ტურისტულმა პროდუქტმა რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნა დააკმაყოფილოს. "ხალხი საქართველოში დადის, მილიონი ადამიანი კვეთს საზღვარს. ეს ძალიან დიდი ფულია. ისინი ტყუილად ხომ არ კვეთენ საზღვარს? იქ სრიალებენ, ჭამენ, ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ჩვენ საქართველოს საზღვართან ორ კურორტს განვავითარებთ. კარგი ბუნებრივი პირობები გვაქვს ტურისტული სექტორის განვითარებისთვის“, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა. კონკრეტულად სად გეგმავს რუსეთის მთავრობა კურორტების განვითარებას, გოლოდეცს არ დაუკონკრეტებია. მან რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებს ტურისტული ნაკადის ზრდის გეგმებზე მუშაობა დაავალა. ინფორმაციას Tass ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)