10:30 - 28 May, 2026
|
2018-12-12 11:33:45, 3353 ნახვა
მსოფლიო
სტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა, ხოლო 12 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელს, რომლის ვინაობაც პოლიციისთვის ცნობილია, ამ დრომდე ეძებენ. მედიის ცნობით, 29 წლის თავდამსხმელის შესახებ პოლიციამ დიდი ხნის განმავლობაში იცოდა. ის საფრანგეთში, სტრასბურგშია დაბადებული და კანონდარღვევის გამო, სამართალდამცველების დაკვირვების ქვეშ არაერთხელ ყოფილა. BBC-ი იტყობინება, რომ მომხდარის გამო ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, ხოლო საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა. სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლა გუშინ მოხდა. უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებული დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობაც დაიხურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)