|
2015-01-21 15:35:42, 1641 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია მათ მოახდინეს, ვინც მისი შვილის საქმის გაუხსნელობითაა დაინტერესებული
იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი არ გამორიცხავს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მისი შვილის საქმის გამოძიების აქტიურ ფაზაში შესვლასთან კავშირში იყოს. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იური ვაზაგაშვილი მათი მოკლულია, ვინც ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გაუხსნელობითაა დაინტერესებული. "არ არის გამორიცხული, რომ იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია პირდაპირ კავშირში იყოს ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების ასეთ აქტიურ ფაზაში შესვლასთან. ვინც შეიძლება გარკვეულწილად დაინტერესებული ყოფილიყო ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გაუხსნელობით, მათი მხრიდან არის ეს ლიკვიდაცია განხორციელებული",-განაცხადა გაგი მოსიაშვილმა. მისივე განმარტებით, იური ვაზაგაშვილი აპირებდა შეხვედროდა მოწმეს, რომელიც თვითმხილველი იყო და იცოდა, თუ რა გარემოებებში დაუღუპა მისი შვილი. "იური წინა დღეებში საუბრობდა მოწმესთან დაკავშირებით, რომელიც იყო თვითმხილველი და რომელსაც გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. დიახაც არსებობს ასეთი მოწმე",-განაცხადა ადვოკატმა. კიდევ ერთი ადვოკატის მერაბ ჩიქოვანის თქმით, იური ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიება აქტიურად მუშაობს. იკითხებიან თუ არა ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულები, იური ვაზაგაშვილის საქმეზე- მერაბ ჩიქოვანმა ამ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა. "გამოძიება აქტიურად მუშაობს. იკითხებ აყველა ის ადამიანი, ვინც შეიძლება ფლობდეს გარკვეულ ინფორმაციას გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ იკითხება",-განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს. ყარაფილას სასაფლაოზე, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)