|
2018-12-08 14:27:52, 3447 ნახვა
მსოფლიო
პარიზის ცენტრში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 340 ადამიანი დააკავა
საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილე 340 ადამიანი დააკავა. francepress-ის ცნობით, ყვითელ ჟილეტებში ჩაცმული 1500 მდე მამაკაცი ელისეის მინდვრებთან დილის ათი საათისთვის შეიკრიბა და მსვლელობა დაიწყეს. BBC-ის ცნობით, რამდენიმე აქტივისტი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ისინი პოლიციას ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. საფრანგეთის პოლიციამ აქტივისტების დაკავება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ცნობისთვის, დღეს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელია მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში. არ მუშაობს ელისეის სასახლე, ეიფელის კოშკი და პარიზის სხვა ღირსშესანიშნაობები. ცენტრალურ ქუჩებზე მაღაზიის და ბუტიკების მფლობელებმა ვიტრაჟები აჭედეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)