|
2018-12-05 16:37:29, 1482 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - ხელისუფლება მუშაობს ყველა რეკომენდაციაზე, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებს ჰქონდათ
„ნატო-ში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მიმართ არ ყოფილა გაჟღერებული არცერთი კრიტიკული შენიშვნა და ამას ადასტურებს სახელმწიფო მდივნის განცხადებებიც“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე საქართველომ მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასებები, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით. „გუშინდელ შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეფასებები მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე არ ყოფილა გაჟღერებული არცერთი კრიტიკული შენიშვნა ამას ადასტურებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელიც მან გააკეთა ამ შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე და თავსებადობაზე ნატო-ს სტანდარტებთან ყველა მიმართულებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. რაც შეეხება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მინისტრის შეფასებით საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საქართველომ მიიღო გათვალისწინებული იქნას. „რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ წინადადებებს, ბუნებრივია ეს ახალი არ არის, იმავე განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა, საუბარია რომ არჩევნები ჩატარდა შეუფერხებლად , რა თქმა უნდა იყო ხარვეზები, ამ ხარვეზებზე ხელისუფლებას აქვს მყისიერი რეაგირება და პარლამენტის მხრიდანაც გაჟღერდა რომ სადამკვირვებლო მისიების მხრიდან გამოთქმულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება“, -დასძინა მინისტრმა.
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)