|
2018-12-05 15:59:28, 2850 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას 15 დეკემბერს გამოაცხადებს
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია 15 დეკემბერს გამოცხადდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ავტოკეფალიის გამოცხადებისთვის, კიევში სპეციალური კრება ჩატარდება. "15 დეკემბერს გამოცხადდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. კრება წმინდა სოფიას ეკლესიაში ჩატარდება. სწორედ ამ კრებაზე მოხდება ავტოკეფალიის გამოცხადება და უკრაინის ეკლესიის პატრიარქის არჩევა", - წერს პოროშენკო. შეგახსენებთ, 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე გააუქმა 1686 წლის გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი დაენიშნა. ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი 15 ოქტომბერს გაწყვიტა. მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს წერილი მიწერა. პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამასთან, რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქი უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)