|
2018-12-04 11:55:15, 2954 ნახვა
მსოფლიო
„რუსეთი აგრესიის გამო პასუხს აგებს“ - უკრაინა გაერო-ს სასამართლოს მიმართავს
ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, უკრაინა გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ პოროშენკოს ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პეტრო პოროშენკოს განმარტებით, უკრაინელი მეზღვაურები საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებდნენ, როდესავ მათ რუსი მესაზღვრეები შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში თავს დაესხნენ. "ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ სამხედროები ტყვეობიდან ვიხნათ. ისინი ჩვენი ქვეყნის გმიერები არიან და მათი ქმედებები სამაგალითოა, ისინი არ დანებდნენ რუსი აგრესორის წინააღმდეგ და იცავდნენ უკრაინის ინტერესებს, მათ შორის სასამართლო პროცესზეც. ჩვენ რუსელუ აგრესიის წინააღმდეგ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს და რუსეთი საკუთარ აგრესიაზე პასუხს აგებს", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ ტელეკომპანია ICTV-ის ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)