|
2018-11-30 18:40:22, 3327 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი ევროპაში აივ ინფექციის ყველაზე მეტად გამავრცელებელი ქვეყანაა
ევროპაში აივ ინფექციის ყველაზე მეტად გამავრცელებელი რუსეთია, - ამის შესახებ Novayagazeta ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპული პროფილაქტიკის ცენტრის ერთობლივ ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება. ანგარიშის თანახმად, რუსეთის გარდა, ევროპაში იმუნოდეფიციტის ვირუსის გავრცელების ტემპებით უკრაინა, ბელარუსი და მოლდოვა ლიდერობენ. კვლევაში ნათქვამია, რომ 2017 წელს რუსეთში აივ ინფექციით დაავადებულების ფიქსირებული რაოდენობა 100 ათასი კაციდან 71.1 იყო. უკრაინაში 100 ათასიდან - 37. ბელარუსსა და მოლდოვაში დაფიქსირებული მაჩვენებლები 26,1 და 20,6 იყო, - ასევე 100 ათას ადამიანს შორის. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ინფექციის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოსნია ჰერცოგოვინაში (0.3), სლოვაკეთში (1.3) და სლოვენიაში (1.9) დაფიქსირდა. რაც შეეხება საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, სულ შიდსის ცენტრში 7332 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებულია.მათ შორის 5486 მამაკაცია, 1846 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3816 პაციენტს განუვითარდა. 1495 პაციენტი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)