|
2018-11-29 14:48:37, 3003 ნახვა
მსოფლიო
ფრანგული ტელეარხი ზურაბიშვილზე: ფრანგი საქართველოს სათავეში
ფრანგი საქართველოს სათავეში, - ასე გამოეხმაურა ფრანგული ტელეარხი LCI საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას. როგორვ ტელეარხი იუწყება, სალოე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა 59,6%-ს ხმა მიიღო. "ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების კოალიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა. საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი 2003 წელს საფრანგეთის ელჩად დაინიშნა საქართველოში, ხოლო 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მიხეილ სააკაშვილის მთავრობას შეუერთდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზურაბიშვილი მკვეთრი კრიტიკის მსხვერპლი გახდა. კრიტიკის მიზეზი კი, მისი განცხადება გახდა. ზურაბიშვილი ამბობდა, რომ 2008 წლის ომი იმიტომ დაიწყო, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა რუსულ პროვოკაციაზე წამოგებით. ზურაბიშვილმა მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაც მოიპოვა და 2016 წელს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი იყო", - იუწყება LCI.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)