22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 17:47:38, 1521 ნახვა

კომენტარი
აბაშიძე: დაუდასტურებელი ფაქტების სისტემურ ჩავარდნად წარმოჩენა იმის მანიშნებელია რომ ოპოზიციის კანდიდატი, სავარაუდოდ, დამარცხდება

ანალიტიკოს  გია აბაშიძის შეფასებით,  მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტებისაგან პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნურად აწევის მცდელობისა, არჩევნები მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს. 

მისივე აზრით, ოპოზიციის მხრიდან დაუდასტურებელი ფაქტების სისტემურ ჩავარდნად წარმოჩენა იმის მანიშნებელია, რომ  ოპოზიციის კანდიდატი  ვაშაძე, სავარაუდოდ, დამარცხდება. 

„ნაციონალურ მოძრაობის“ სურვილია,  შექმნას გარკვეულწილად იმის საბაბი, რომ გამოაცხადოს ეს არჩევნები არალეგიტიმურად.    ცალკეული ხარვეზები  ცხადია არის, იყო და იქნება, სანამ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბდებით ძლიერი  ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ. თუმცა, ამ ხარვეზების, რიგ შემთხვევაში კი დაუდასტურებელი ფაქტების სისტემურ ჩავარდნად წარმოჩენა მაფიქრებინებს იმას, რომ ვაშაძე, სავარაუდოდ დამარცხდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი  სურს, რომ შექმნას გარკვეულწილად იმის საბაბი, რომ გამოაცხადოს ეს არჩევნები არალეგიტიმურად, „ხმათა მოპარვის“ ფაქტად“- განაცხადა გია აბაშიძემ. 

მისივე განცხადებით,  მნიშვნელოვანი იქნება იმ დასაბუთებელი საჩივრების დროული და სწრაფი განხილვა, რაც სავარაუდოდ არ იმოქმედებს არჩევნების საბოლოო შედეგსა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვაზე. 

„გადამწყვეტი იქნება ხვალ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, რომელიც საკუთარი ასეულობით, ადგილობრივი სხვადასხვა ორგანიზაციისა და ექსპერტულ წყაროებზე დაყრდნობით  იტყვის თავის სიტყვას საპრეზიდენტო არჩევნებზე. ტრადიციისამებრ, ამ განცხადებებს დაელოდებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საგარეო პოლიტიკური უწყებებიც ბუნებრივია, როდესაც საკმაოდ წონადი საერთაშორისო მოთამაშენი აღიარებენ იმას, რომ მიუხედავად ხარვეზებისა, რაც უწინაც გვქონია, სისტემურ ჩავარდნებს ადგილი არ ჰქონია,  უსური იქნება ცალკეულ ხარვეზებსა და პრობლემებზე აპელირებით ცესკოსა და ხელისუფლების დადანაშაულება „ტოტალურ გაყალბებაში”,- განაცხადა გია აბაშიძემ 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics