22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 17:29:03, 1627 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო სიები ფოტოსურათებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომია

„ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ცდილობენ ჩვენს აქტივისტებს საარჩევნო სიები წაართვან. მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო , რომ ეს სიები ჩვენს აგიტატორებს აქვთ აბსოლუტურად კანონიერად“, - განაცხადა ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სიები ფოტოსურათებით ყველა პოლიტიკური პარტიისთვის არის ხელმისაწვდომი.

„ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის .ასეთი სიები აქვთ როგორც ჩვენს აგიტატორებს, ისე სხვა პოლიტიკური სუბიექტების აგიტატორებს.  ეს არის კანონით დაშვებული. მე არ ვიცი კიდევ ერთი ტყუილია თუ თავის მოტყუება რასაც ვხედავთ რუსთავი 2-ზე. ისინი მუდმივად ცდილობენ საკითხის ისე წარმოჩენას, თითქოს ვინმეს უკანონოდ აქვს ეს სიები.  მოვუწოდებთ ნაცმოძრაობის აქტივისტებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რა თქმა უნდა პროვოკაციაა, თითოეული მცდელობა ჩვენს აქტივისტებს წაართვან საარჩევნო სიები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 მინდა აღვნიშნო ,რომ ფიქსირდება 3 საათის მონაცემებით უპრეცედენტო აქტივობა.იყო უამრავი სპეკულაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით ,ჩვენ მაშინვე აღვნიშნავდით,რომ ამ დღეს, ოთხშაბათ დღეს არ იქნებოდა არანაირი უარყოფითი გავლენა აქტივობაზე და ჩვენი ნათქვამი რეალურად გამართლდა. აქაც ნახავდით, რომ ნაცმოძრაობის ტელევიზიაში რუსთავი 2-ში იყო აბსოლუტურად კომიკური ვითარება , როდესაც ისინი ცდილობდნენ ჟურნალისტები, ე.წ.  ჟურნალისტები ცდილობდნენ ვითარება ისე წარმოეჩინათ, თითქოს იყო დაბალი აქტივობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics