22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 11:13:45, 1502 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე თამარ ჟვანიას: ნუ უზღუდავენ დამკვირვებლებს უფლებას, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა

გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუწოდებს, საარჩევნო უბნებზე მყოფ დამკვირვებლებს საკუთარი მოვალეობის შესრულების საშუალება მისცენ.

ვაშაძის თქმით, უბნებზე მაგიდები ისეა განთავსებული, რომ დამკვირვებლები სიტუაციის კონტროლს ვერ ახერხებენ.

„საარჩევნო უბნებზე სპეციალურად არის შექმნილი ისეთი მდგომარეობა და მაგიდები არის განთავსებული ისე, რომ დამკვირვებელს არ შეუძლია კონტროლი იმ მონაცემების, რაც უბანზე ხდება. მოვუწოდებთ თამარ ჟვანიას, მისცეს შესაბამისი განკარგულება კომისიის თავმჯდომარეებს, რომ ნუ უზღუდავენ დამკვირვებლებს უფლებას, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. სპეციალურად კედელთან აქვთ მიდგმული მაგიდები, რომ დამკვირვებლებმა ვერ მოახდინონ რეაგირება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics