22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 18:00:19, 1393 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ჩვენი საგარეო პოლიტიკა კორექტივებს არ ექვემდებარება

„პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია ამ არჩევნებთან მიმართებით არის ის, რომ საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას „ნაცმოძრაობის” დაბრუნებას და  ისინი მოქმედებენ ამ პოზიციის შესაბამისად. ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ჩვენს საგარეო პოლიტიკას”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, მმართველ გუნდსა და „პატრიოტთა ალიანსს“ განსხვავებული პოზიციები აქვთ. ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკა კორექტივებს არ ექვემდებარება.

“ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიციები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. გაჟღერდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია ამ არჩევნებთან მიმართებით. მათი პოზიცია არის ის, რომ საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას „ნაცმოძრაობის” დაბრუნებას. ეს იყო მათი პოზიციის საფუძველი და ისინი მოქმედებენ ამ პოზიციის შესაბამისად. ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ჩვენს საგარეო პოლიტიკას. დისკომფორტს შეგვიქმნიდა ის, რომ რაიმე კორექტივი შეგვეტანა ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი საგარეო პოლიტიკა  კორექტივებს არ ექვემდებარება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics