09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-26 17:03:19, 2387 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: მკაცრად აღვკვეთთ ჩვენი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ნებისმიერ ხელყოფას

რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დარღვევის ნებისმიერ მცდელობას მკაცრად უპასუხებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი უკრაინული მხარის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

"გვინდა უკრაინული მხარე გავაფრთხილოთ, რომ კიევის მიერ წარმოებული პროვოკაციული პოლიტიკა, რომელიც ამერიკასთან და ევროკავშირთან კოორდინაციით მოხდა, სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. რუსეთის ფედერაცია მკაცრად აღკვეთს მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ნებისმიერ ხელყოფას. მტკიცე პროტესტს გამოთქვამს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ შავ ზღვაში მშვიდობიანი ნაოსნობის წესების უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგაროე უწყებაში მიაჩნიათ, რომ აზოვის ზღვაში მომხდარი ფაქტი უკრაინაში შიდაპოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენეს.

"საომარი მდგომარეობის გამოცხადება, მაშინ როდესაც 2019 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი ძალიან ოდიოზურად გამოიყურება", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავდნენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვის მტკიცებით კი, უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერებს - „ბერდიანსკსა" და „ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics