|
2018-11-26 15:15:18, 1255 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - მთავარი კვლევა არჩევნებია, ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს
„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. მისი თქმით, მთავარი კვლევა არჩევნებია. „არჩევნები - ეს არის მთავარი კვლევა. შეიძლება პარალელურ დათვლას, ეგზიტპოლებს, რაღაც ყურადღება დაუთმოთ, თუმცა ასეთი დაძაბულობის პირობებში, არ მგონია, რომელიმე კვლევას ყურადღება უნდა მივაქციოთ აქეთ თუ იქით, იმიტომ რომ ასე საპირისპირო კვლევაც არსებობს, მაგრამ რეალურად საზოგადოების განწყობები ვიცით . რაც შეეხება ხმების გადანაწილებას, მე ეს კვლევაც ჰაერიდან მოტანილი მგონია , ვინაიდან საზოგადოებას ჩვენც კარგად ვიცნობთ ვხვდებით ხალხს და დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ არის საკმაოდ აგრესიული და გაცილებით უფრო აგრესიული,ვიდრე ეს იყო პირველ ტურში. ამას თავისი მიზეზები აქვს, შემიძლია ჩამოგითვალოთ კიდეც, იმიტომ, რომ ბევრი ელოდებოდა,რომ "ნაციონალური მოძრაობა" იქნებოდა გარკვეული ძალიან დამაბალანსებელი , მმართველობის დამაბალანსებელი იმ კონსტიტუციის მიხედვით,რომელიც საქართველოში მოქმედებს და ბევრმა დაინახა,რომ ეს ასე არ არის,ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს გვპირდება , ანტიკონსტიტუციური ქმედებებით გვემუქრება "ნაციონალური მოძრაობა" . ასე,რომ აქედან გამომდინარეობს გადაწყვეტილებების ძალიან მნიშვნელოვანი ცვლა", - განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)