|
2018-11-26 15:07:35, 1440 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი არჩევნებზე - ჩემო თანამოქალაქეებო, არც ერთი ჯგუფი თქვენს პოზიციას არ გამოხატავს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისგან თავი იმიტომ შეიკავო, რომ კონსტიტუციის შეზღუდული უფლებები ექნებოდა. "მე არ მგონია, რომ რომელიმე სხვა საზოგადოებაში, პრეზიდენტი, რომელთანაც არის დაპირისპირებული როგორც ძლიერი ოპოზიცია, ასევე ძლიერი სახელისუფლებო პარტია, სადმე სხვაგან, სასახლეში შესვლას კი არა, ხუთ წელს გაივლიდა აი, ამ ფონზე. იმიტომ არ ვიყარე კენჭი, რომ პირველი, კონსტიტუციურად ძალიან შეზღუდული უფლებებია და მე ხელახლა ამას ეფექტურად ვეღარ განვახორციელებდი, ეს ერთი. მეორე, ზუსტად ვიცოდი პოლიტიკური ლანდშაფტი და რა ვითარება იყო, მე ვიცოდი ეს პოლიტიკური რეალობა - უნდა ჩამდგარიყავი ან ერთ ან მეორე ბანაკში, ან უნდა ვყოფილიყავი ოცნებასთან ან უნდა ვყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან. და ამის გაკეთება ჩემი მხრიდან იქნებოდა პრინციპულად არასწორი ორი მიზეზით - არანაირად ჩემს პოზიციას არ გამოხატავს არც ერთი ჯგუფი, არც მეორე. არც პოლიტიკური გემოვნებით, არც სტილით, არაფრით, და მეორე, კიდევ ერთხელ ჩემო თანამოქალაქეებო, არც თქვენს პოზიციას არ გამოხატავენ ისინი და აქედან გამომდინარე, ჩემი ან ერთ ჯგუფთან ან მეორე ჯგუფთან დადგომა, არ იქნებოდა თქვენი სამსახური", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)