|
2018-11-23 12:51:31, 1511 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - შესანიშნავი ძილისპირული მოგვიწყო „ოცნებამ“, ამდენი ბავშვობაში ცირკშიც არ მიცინია
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც სავარაუდოდ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის საუბარია ასახული. ვაშაძემ ჩანაწერს „დამონტაჟებული და სასაცილო“ უწოდა. „შესანიშნავი ძილისპირული მოგვიწყო გუშინ ე.წ ქართულმა ოცნებამ. ამდენი ბავშვობაში ცირკშიც არ მიცინია. არ ვიცი ამას ვინ ამონტაჟებს. ხმის მონტაჟის სპეციალური კურსები არსებობს, ჩაეწერეთ, რომ ქართველები სიცილით არ დახოცოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)