|
2018-11-21 16:56:34, 1294 ნახვა
კომენტარი
გახარია - კითხვის ნიშანი, ომი ვინ დაიწყო აბსურდულია, როგორ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ მიწაზე?!
ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ შინდისში ვეტერანებთან და მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ოკუპაციას უნდა დაერქვას ოკუპაცია, მას ვინც ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად სახელმწიფო დაიცავს. “საერთოდ კითხვის ნიშანი, ომი ვინ დაიწყო აბსურდულია. როგორ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ მიწაზე. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური აურზაურისთვის. მინდა, რომ ხალხო იყოთ წყნარად, მშვიდად. იცოდეთ, რომ თითოეული თქვენი მეზობელი. თითოეული სამხედრო, პოლიციელი რომელიც იბრძოდა, ყველას შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო მთლიანად დაუდგება გვერდით. ეს ადამიანები არიან გმირები და იბრძოდნენ საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად. ოკუპაციას უნდა დაერქვას ოკუპაცია და ეს ხალხი, ვინც აქ იბრძოდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მუდამ გვერდში დაუდგება. მესმის, რომ მძიმეა მაგრამ სიწყნარეში, სიმშვიდეში ქვეყანა წინ უნდა წავიყვანოთ. მადლობა და გული არ გაიტეხოთ, იცოდეთ რომ სახელმწიფო მუდამ თქვენს გვერდით დგას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)