|
2018-11-20 18:34:38, 1710 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი ყალბი პირადობების შესაძლო დაბეჭდვაზე - ველოდებით უსწრაფეს რეაგირებას უწყებების მხრიდან
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი წინასაარჩევნო პროცესებს აფასებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ეს არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და მომავალშიც მიექცევა იმას, თუ როგორ ჩაატარებს საქართველო ამ საპრეზიდენტო არჩევნებს. მათ შორის ჩვენი სტრატეგიული არჩევანის, დასავლური კურსის, კონტექსტში იმიტომ, რომ ესეც უნდა გახდეს დასტური იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ და ვრჩებით დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების ერთგული. ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა შესაძლო ზეწოლების შესახებ, დაპირებებზე საბანკო ვალდებულებების განულებასთან დაკავშირებით, ასევე დღეს გავრცელებული ინფორმაცია შესაძლო ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის შესახებ, რომლებიც იწვევს ნამდვილად შეშფოთებას და აჩენს ბევრ კითხვას. არჩევნები არის ისეთი პროცესი , როგორც კი ჩნდება კითხვა სასიცოცხლოდ მიშვნელოვანია, რომ ამას მოჰყვეს მყისიერი რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რადგან ყოველი დაყოვნებული დღე და საათი ამ კითხვებს აძლიერებს, რაც დაუშვებელია. ამიტომ ჩვენ ველოდებით უსწრაფეს რეაგირებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომ ყველა ამ კითხვასთან დაკავშირებით იყოს გადადგმული ნაბიჯები და გაეცეს დამაჯერებელი პასუხები",- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. ანა ნაცვლიშვილმა წინასაარჩევნო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების როლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი შრომა ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნებისთვის. „სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მათ მიერ გაწეული შრომა, არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული არჩევნებისთვის. მათი როლი არის ფუნდამენტური და ის, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო და მათ მიერ მოპოვებულ და გაჟღერებულ ინფორმაციებზე ხდებოდეს რეაგირება ესეც უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, დღეს სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდა და ამ საქმეში სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე პირადად იყო ჩართული. მოგვიანებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. მან აღნიშნა, რომ არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს უწყება ყალბ პირადობის მოწმობებს ამზადებს, სიმართლეს არ შეესაბამება. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)