|
2018-11-19 12:57:55, 1562 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: უიმედო სესხების ჩამოწერა „ქართუს“ მონაწილეობით მორიგი საარჩევნო ტრიუკია
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით გაუგებარია. მისივე შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ხელისუფლების მორიგი ტრიუკია. "გაუგებარია მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით. ან მთავრობა რა შუაშია, თუ ამას ”ქართუ” აკეთებს? ან ქართუ რას აკეთებს ვინმემ გაიგო? საუბარია 2 ათას ლარამდე უიმედო სესხების ჩამოწერაზე. ყოველწლიურად კომერციული ბანკები ისედაც ახდენენ მსგავსი სესხების ჩამოწერას. შარშან 70 მილიონი ლარი იქნა ჩამოწერილი. ბოლო ათ წელიწადში საშუალოდ 50 მილიონი ლარის ოდენობის უიმედო ვალის ჩამოწერა ხდება ყოველწლიურად საშუალოდ. როგორც ჩანს, კომერციულ ბანკებს წაეშველება ქართუ რამდენიმე ათეული მილიონით. ზღაპარია მილიარდნახევარ ლარზე საუბარი. უნდათ რაღაც იდეის წინასაარჩევნოდ შეფუთვა. რომელი დაპირება შესრულდა: -600 მილიონი ევროს ღირებულების სიმსივნის თერაპიის ცენტრი? შეგახსენებთ, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ფინანსური დავალიანება გაუნულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)