|
2018-11-19 12:56:43, 1700 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - თუ გვინდა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა მოხდეს, აუცილებელია გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს
„თუ გვინდა რაც დღეს იყო ნათქვამი მართლაც შესრულდეს, ამისთვის აუცილებელია გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს არჩევნებში“, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, პრემიერი-მინისტრის ინიციატივას. „ჩვენ დიდი ხანია მსგავსი ინიციატივა გვაქვს და დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის გაჩერებული იმიტომ, რომ ის ვინც უნდა იყოს ეკონომიკურად აქტიური და უნდა შექმნას ეკონომიკა არასწორი სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე არის გაკოტრებული და ვალშია ყველა. მეორე ჩვენ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს ამ მიმართულებით. მესამე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ წარმოიდგინეთ ჯერ კიდევ გამარჯვება საბოლოოდ მოპოვებული არ გვაქვს და უკვე რამხელა ნაბიჯებზე უწევს ქართულ ოცნებას წასვლა და თუ გვინდა რაც დღეს იყო ნათქვამი მართლაც შესრულდეს ამისთვის აუცილებელია გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს არჩევნებში“, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ფინანსური დავალიანება გაუნულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)