|
2018-11-12 18:29:47, 1517 ნახვა
კომენტარი
ბესელია ხორავას ქუჩის საქმეზე - ველოდებით სააპელაციოს სამართლიან ვერდიქტს, რომელმაც უნდა თქვას ვინ არის მკვლელი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ბიუროს სხდომაზე, ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარე საპარლამენტო განხილვისას ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებებს კონსტიტუციის შეუსაბამო უწოდა, რადგან მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო ვერ შეითავსებს მართლმსაჯულების განმახორციელებლის ფუნქციას. როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაწყებულია, თუმცა მისი მიმდინარეობის შესახებ ინტერესი არ შეინიშნება, მათ შორის დაზარალებული მხარის მიერ. „ძალიან მნიშვნელოვანია და რატომღაც მეორე და მესამე პლანზე გადაიწია და ხშირ შემთხვევაში საერთოდ აღარ ახსენებენ, მართლმსაჯულების განხორციელება და საქმის სამართლიანი განხილვა, რომელიც არის ამ პროტესტის მთავარი მიზეზი და მთავარი მოთხოვნა. მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო პარლამენტი არ არის. მე ძალიან ვწუხვარ, რომ პარლამენტის წევრები აკეთებენ ასეთ მცდარ და კონსტიტუციის შეუსაბამო განცხადებებს. პარლამენტი ვერ შეითავსებს მართლმსაჯულების ფუნქციას. დაიწყო სააპელაციო განხილვა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომღაც ამ პროცესის მიმართ არც ყურადღებაა, არც ინტერესია. სამწუხაროდ, არ ვიცი მხარეებიც ცხადდებიან თუ არა. ბოლო ინფორმაციით, რაც მე დავინტერესდი, მე მგონი არ ესწრებოდა დაზარალებული მხარე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს იმიტომ, რომ რა უსწორობაც კი დაუშვა - თუ დაუშვა, პირველი ინსტანციის სასამართლომ, აპელაცია იმიტომ არსებობს, რომ კოლეგიური წესით ზედა ინსტანცია ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერებას, დასაბუთებულობას და სამართლიანობას. თუ აპელაციის მიმართ არ გვაქვს ინტერესი და მართლმსაჯულების მიმართ ეს ინტერესი არ არსებობს, პოლიტიკურმა ორგანომ უნდა დაიჭიროს ხალხი და პოლიტიკურმა ორგანომ უნდა გამოიტანოს განაჩენი?! ეს არის პარლამენტის მხრიდან გასაკეთებელი ღონისძიებები?! მე მგონია, რომ ძალიან უხერხულია, როდესაც ასეთი აღრევა ხდება. მგონია, რომ აპელაციამ ზუსტად ეს უნდა გააკეთოს, რომ პასუხი გასცეს ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას. ამიტომ, მე პირადადაც და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ობიექტურად აინტერესებს ამ საქმეზე რა მოხდა, ველოდებით სააპელაციო სასამართლოს სამართლიან ვერდიქტს, რომელმაც უნდა თქვას ვინ არის მკვლელი - ვინ არ არის მკვლელი. სწორი იყო თუ არა ის რაც პირველმა ინსტანციამ გააკეთა, სწორი იყო თუ არა ის, რაც გამოძიებამ გააკეთა. ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს აპელაციამ და არა პარლამენტმა. ეს არის ძალიან მარტივი ხელისუფლების პრინციპის დანაწილება და ამას იმიტომ ვსაუბრობ ახლა, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ისე ჩანს, თითქოს ჩვენ, პარლამენტს, გვთხოვენ, დავაპატიმროთ ხალხი და ჩვენ უნდა ვიპოვოთ მკვლელები და ა.შ. ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია და ხელისუფლების პრინციპის აღრევა. ასე აღრეულები ვიყავით ჩვენ 2013 წლამდე და უბრალოდ ასეთ რამეს ვერ გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)