21:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 13:54:05, 1948 ნახვა

კომენტარი
ილარიონოვი არჩევნებზე: შეხედეთ რუსულ საინფორმაციოებს და მიხვდებით ვისაც უჭერს მხარს მოსკოვი

ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტი, პოლიტოლოგი ანდრეი ილარიონოვი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კრემლის მხრიდან მხარდაჭერილია. 

როგორც ილარიონოვმა "პირვეი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა, აღნიშნული ფაქტი რუსული მედიასაშუალებებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებიდან თვალსაჩინოდ ჩანს. 

ილარიონოვი ამბობს, რომ კრემლის მიერ მართული მედიასაშუალებები აგრესიულები არიან გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიმართ. მისივე თქმით, პერმანენტულად ვაშაძის წინააღმდეგ "ფეიქნიუსების" გავრცელება მიმდინარეობს, რაც პოლიტოლოგის ვარაუდით, კრემლის სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერას ადასტურებს. 

„საკმარისია შეხედოთ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს და კითხვების ადგილი აღარ რჩება. ან იმ განცხადებებს, რომელსაც  გამუდმებით აკეთებენ დსთ-ს ახალი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და სხვა კვლევითი ცენტრები. ეს სულ კრემლის დაფინანსებული ორგანიზაციებია. შეხედეთ მათ განცხადებს. პანიკაში არიან მის გამო რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ვაშაძემ მოიგოს. მათთვის ეს რეალური კატასტროფაა, ამას არც მალავენ. ცხადია ვისაც უჭერს მოსკოვი მხარს. ეს ჩემი პოზიცია არ არის , თვითონ ამბობენ. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებებს, როგორ შეიძლება თეთრზე შავი თქვა. რეალობაა საქართველოს 20%  ოკუპირებულია.  იქ განლაგებულია რუსეთის რეგულარული არმია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ყველაფერს სახელი უნდა დაერქვას. პრობლემების მოგვარება შეიძლება სწორი დიაგნოზის დაცვით", - განაცხადა ანდრეი ილარიონოვიმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics