|
2018-11-08 16:44:31, 1935 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: არ მაქვს ინფორმაცია რომ არჩევნები 28 ნოემბერს ჩატარდება, ეს მოარული ხმებია
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები 28 ნოემბერს ჩატარდება, ეს მხოლოდ არის მოარული ხმები“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ უცხოეთში მქოფ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოში აღრიცხვის შესაძლებლობა არ ეძლებათ. „ეს მხოლოდ არის მოარული ხმები, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ჩატარდება 28 ნოემბერს. დაველოდოთ როდის იქნება. „რუსთავი 2“-ის საპასუხოდ კი მინდა განვაცხადო, რომ სამწუხაროდ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის. ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კამპანია, წარვადგინეთ კიდეც თვალსაჩინოებითვის შესაბამისი ვიდეო რგოლები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების დარეგისტრირება როგორ არის შესაძლებელი. ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)