21:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 14:37:41, 1479 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე: რეალურად არჩევნების პირველი ტური მე მოვიგე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ "რეალურად საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მან გაიმარჯვა".

Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ვაშაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საკუთარ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმების დაახლოებით 15% მოუმატა. 

"რეალურად მოვიგე პირველი ტური. სიმართლე რომ გითხრათ, არ დავიწყებდი ციფრებით სპეკულირებას, თუ რამდენი პროცენტი დააკორექტირა ე.წ. ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ეს დაახლოებით 15%-ის ფარგლებშია. ეს იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს, დიდი პატივისცემის მიუხედავად, წარმოუდგენელია, რომ მისთვის ხმა მოსახლეობის 38%-ს მიეცა. თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ თანხის ის მოცულობა, რაც ე.წ. ქართულმა ოცნებამ ამ არჩევნებზე დახარჯა", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ ინტერვიუში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: "ფიქრობთ, რომ ეს შედეგები საქართველოს მოქალაქეებში თქვენი პოპულარობის ნიშანია თუ ამის მიზეზი მათგან დაღლაა, ვინც ახლაა მთავრობაში", ვაშაძე ასე უპასუხა:

„ყველაფერი ერთად. ამ წლის 20 ივლისს, ჩვენ - 8 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთიც ახლა გვერდით ზის, ჩავსხედით მანქანაში და საქართველოს მასშტაბით 3000-კილომეტრიანი მოგზაურობა დავიწყეთ. და მაშინ ჩვენ ჩვენ თავს ვუთხარით, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ. მე მიცნობენ ჩემი გაწეული სამუშაოთი, როცა 5 წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. მე მოვამზადე და წარმატებულად განვახორციელე კამპანია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების შესახებ. ამასთან, ჩვენ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები 58 სახელმწიფოსთან, რომლებთანაც მანამდე არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვქონია. ხელი მოვაწერე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებებს ჩემი ქვეყნისთვის, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას.“, - განაცხადა ვაშაძემ.
       





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics