07:48 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 11:49:47, 496 ნახვა

რეგიონი
ბათუმში „ქართულ-აფხაზური" საღამო გაიმართა

ბათუმის ხელოვნების ცენტრში „ქართულ-აფხაზური საღამო" გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად დაესწრო.

თეატრალიზებული საღამო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მიეძღვნა და მას აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები და ქართულ-აფხაზური ოჯახები ესწრებოდნენ. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ საღამოს სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართულ -აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბდა. აჭარაში 8 000 აფხაზი, მათ შორის 2000-მდე ქართულ-აფხაზური ოჯახი ცხოვრობს. მნიშვნელოვანია ყველა ის ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო თუ კერძო ინიციატივით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა აჭარის მთავრობის მხრიდან აფხაზური დიასპორის მხარდაჭერის მიზნით შემუშავებულ პროგრამებს. მისი თქმით,  აფხაზური ენის სწავლება  ორ ადგილობრივ სკოლაშია შესაძლებელი. არჩევით საგნებში აფხაზური ენა ისწავლება, ასევე ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

„ქართულ-აფხაზური საღამოს" ფარგლებში წარმოდგენილი იყო აფხაზი და ქართველი მხატვრების ნამუშევრები  და წიგნების გამოფენა. ღონისძიება ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა" და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics