08:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-02 14:34:23, 2760 ნახვა

მსოფლიო
ბოტკოველი კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაზე: ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს საზოგადოებისათვის საშიშია

ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში, - ასე გამოეხმაურა პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი ხელისუფლების გადაწყვეტილებას კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევის არგუმენტად საზოგადოების რეაქცია და ეკლესიის პოზიცია დაასახელა.

"ის, რომ ხელისუფლებამ იცოდა ჩვენი პოზიცია ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენთან კიდევ ერთხელ გაევლო კონსულტაციები და მობრძანდნენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საპატრიარქოში, მის უწმინდესობასთან შეხვედრაზე, რომ მათ კიდევ ერთხელ გაევლოთ მასთან საკითხი, რომელსაც მარიხუანის კულტივაცია ჰქვია. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეს არის საზოგადოებისათვის საშიში და ის ძალისხმევა, რომელსაც ეკლესია აქამდე ახორციელებდა და არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესია, მინდა ავღნიშნა, რომ კულტივაციას არ უჭერდა მხარს საქართველოში არსებული არც ერთი რელიგიური კონფესია, აქედან გამომდინარე, მათ დაინახეს, საზოგადოების პოზიცია და პატრიარქთან მათ განაცხადეს, რომ ისინი უკან წაიღებენ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტშია შეტანილი. არგუმენტად დაასახელეს, რომ მათ დაინახეს საზოგადოების რეაქცია და ეკლესიის პოზიცია, რომ ისინი ანგარიშს გაუწევენ ამ ყველაფერს", - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics