05:45 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 13:26:20, 457 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: რეგიონის ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება გრძელდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მორიგი მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის  სამი კვარტლის მიმოხილვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს.

აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 9 თვის მონაცემით 15,1% გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 279.3 მილიონ ლარით განისაზღვრა, რაც  2018 წლის მაჩვენებელზე 11.6 მილიონი ლარით (4.3 %-ით) მეტია.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრულია მთავრობის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები: მცირე მთავრობის კონცეფცია და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა; გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა; მაღალმთიანი აჭარის განვითარება; სოციალური პროექტების მხარდაჭერა და სხვა.

აღნიშნული პრიორიტეტების მიხედვით 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, 2018 წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯები 726.8 ათასი ლარით მცირდება. ჯამში ადმინისტრაციული ხარჯის  1,0 მილიონ ლარზე მეტით შემცირებაა დაგეგმილი.

1,0 მილიონ ლარამდე იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება. გასულ წელთან შედარებით,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარამდე იზრდება მუნიციპალიტეტების დაფინანსება.

გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია გაზიფიცირების მეორე ეტაპის სამუშაოები და 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი.   დაგეგმილია 14 ახალი ხიდის აშენება, ასევე 30 მიმართულებით ახალი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საერთო ჯამში 180 გრძივი კილომეტრი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის დაგება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics