21:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 20:55:24, 1553 ნახვა

კომენტარი
კალაძე სალომე ზურაბიშვილზე - განცხადება გააკეთა მაშინ, როცა საჭირო იყო

„განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც საჭირო იყო“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას - ხომ არ იყო დაგვიანებული მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ, ადამიანები გადაიღალნენ და მათ დასვენება სჭირდებოდათ.

„ძალიან რთული იყო პირველი ტური, რამოდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა საარჩევნო კამპანია. ელემენტარულია, რომ ადამიანი გადაიღალა, ხო? უამრავი შრომა იქნა ამ ყველაფერში ჩადებული. ჩვეულებრივად, დღეს გაკეთდა განცხადება და ხვალიდან ვიწყებთ მუშაობას“,  - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეორე ტურში ბრძოლისთვის მზად არის. მისი თქმით, „გრიგოლ ვაშაძესა და რუსეთს ქვეყანას არ დაუთმობს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics