|
2018-10-30 15:54:43, 1498 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ დანია-საქართველო შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის სხდომას უმასპინძლა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ დანიასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმებისა და პროექტის ,,საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის განხორციელების ხელშეწყობა" ფარგლებში საკოორდინაციო კომიტეტის რიგით მეოთხე სხდომას უმასპინძლა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი კომისიის, დანიის მთავრობისა და დონორი ორგანიზაციის მონაწილეები, ასევე პროექტში ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტები. პროექტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ახალი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება სამშენებლო სექტორისათვის ევროკავშირის Energy Performance of Building 2010/31/EU დირექტივის, შესაბამისად; საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება საყოფაცხოვრებო სექტორისათვის Energy Labeling Directive 2010/30/EU დირექტივის შესაბამისად; ენერგეტიკულ მონაცემთა შეგროვების, მონიტორინგისა და ანგარიშგების (MRV) ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბება; ეროვნული ქსელის რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავება ეროვნულ ელექტროენერგეტიკულ ქსელში განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის მიზნით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)