20:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 15:27:39, 1136 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი: ნაცებო! რამის იმედი ხომ არ მოგეცათ? თავის მეტად წამოწევის უფლებას არ მოგცემთ

„ნაცებო! რამის იმედი ხომ არ მოგეცათ? თავის მეტად წამოწევის უფლებას არ მოგცემთ, სამაგალითოდ და სამუდამოდ დაგამარცხებთ მეორე ტურში!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ის აცხადებს, დღეიდან „ქართული ოცნება“ იწყებს აქტიურ მუშაობას, რომ მხარდამჭერების ნდობა გაამართლოს.

„მეგობრებო, ჩვენი გუნდის გულითადო მხარდამჭერებო, დიდი მადლობა ყველას ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისთვის!

ჩვენი საზოგადოებისგან მიღებული გზავნილი მიღებულია, რომ საჭიროა უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები და თქვენი უფრო მეტად თანადგომა!

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და თავისუფალ გარემოში და 2012 წლიდან წარსულს ჩაბარდა არჩევნების გაყალბება!

დღეიდანვე ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნდობა გავამართლოთ და არასდროს არ დავუთმოთ ეს ქვეყანა ნაცებს-ძალადობას-ბოღმას-ტყუილს-სიბინძურეს!“, - წერს ანრი ოხანაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics