20:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 14:36:17, 2266 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე ჩანაწერებზე: 28 ოქტომბერს ყველა უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და წერტილი დავუსვათ ამ სიბინძურეს

28 ოქტომბერს წერტილი დავუსვათ იმ სიბინძურეს, რომ ვერ ვირჩევთ საკუთარ მომავალს უარესობის შიშით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატი გავრცელებული ჩანაწერების საკიტხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთი და იგივე წრეზე დადის.

„კიდევ ერთხელ ვიხილეთ ჩანაწერების მორიგი ციკლის დაწყება საქართველოში და მინდა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც ყელში ამოუვიდა ეს სიბინძურე, თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც აღარ უნდა ერთი და იგივე წრეზე სიარული და აღარ უნდა დღევანდელი ცუდი ცხოვრების არჩევა მომავალი უარესობის და არეულობის შიშით. 28 ოქტომბერს ყველა უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და წერტილი დავუსვათ ამ სიბინძურეს. წერტილი დავუსვათ იმას, რომ ვერ ვირჩევთ საკუთარ მომავალს უარესობის შიშით; წერტილი უნდა დავუსვათ იმას, რომ თურმე დღევანდელი ჭაობის და უძრაობის ალტერნატივა არის მხოლოდ არეულობა, ქაოსი და რევოლუცია. არ არის ასე! ჩვენ გვაქვს არჩევანი და მე ვპირდები ჩვენს ამომრჩეველს და ხალხს: აუცილებლად ამოვიყვანთ ქვეყანას ამ უძრაობიდან და ამას გავაკეთებთ ყოველგვარი არეულობის ყოვლეგვარი რევოლუციის ყოველგვარი შურისძიების გარეშე. ეს არის გზა წინ და სწორედ ამისთვის უნდა გამოვიყენოთ 28ოქტომბრის არჩევნები,“ - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics