03:07 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 17:54:37, 1395 ნახვა

სამართალი
ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვაში ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  178-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ"  და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ   ყაჩაღობისთვის ნასამართლევი  კ.ჭ. 2018 წლის 2 მაისს, ქ. ზუგდიდში, „ოქროს სავაჭრო ბირჟიდან"    მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ს.ჩ-ს   კუთვნილ  ოქროს  სამკაულებს,  რის შედეგადაც ს.ჩ.-ს მიადგა  45 399  ლარის  დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

„სამართალდამცველებმა კ.ჭ. 2018 წლის 5 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის   178-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ"  და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  შეეფარდა პატიმრობა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული კ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics