|
2018-10-25 14:37:39, 2520 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: მცირე ბიზნესის შემოსავლები გაორმაგებულია
მცირე ბიზნესის შემოსავლები გაორმაგებულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, უკვე დარეგისტრირებულია, დაახლოებით, 70 ათასი მცირე მეწარმე. „მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან ანუ გასული წლის საშუალო კვარტალურ შემოსავალთან შედარებით, მცირე ბიზნესის ბრუნვა 2-ჯერ არის გაზრდილი, რაც დადებითი მოვლენაა. მეწარმეები რეგისტრირდებიან, გამოდიან ჩრდილიდან, რადგან 1%-იანი გადასახადი მათთვის ტვირთი არ არის. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ რეფორმის დაწყების მიზანი არ იყო გადასახადების მობილიზება. ინიციატივა მიზნად ისახავდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, რადგან შემოსავლების დაფიქსირებით, მცირე მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე. შესაბამისად, ყველა ის პრობლემა, რომელიც თითქოსდა ასოცირდება საბანკო რეგულაციებთან, ამ სახით პრაქტიკულად მოგვარებადია", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)