20:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 10:13:32, 1185 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის დემონსტრირება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება რუსეთის აგრესიას

პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას", - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლონეთის სეიმის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წელთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.

როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს აქვს  პარტნიორების, მეგობრების და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა ამ საკითხში. 

„მნიშვნელოვანია, რომ სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასევე დაგმობილია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის მოსახლეობის გატაცების, მკვლელობის და წამების შემთხვევები. პოლონეთის სეიმის რეზოლუცია არის მორიგი დემონსტრირება იმისა რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება რუსეთის აგრესიას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ მეგობრებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics