00:08 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 10:16:32, 485 ნახვა

პოლიტიკა
გარემოს დაცვის სამინისტრომ ხარჯები 2 მილიონ ლარზე მეტით შეამცირა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ხარჯები 2 მილიონ ლარზე მეტით შეამცირა. ამის შესახებ მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შემცირება ადმინისტრაციულ  და კაპიტალურ ხარჯებს შეეხო.

"გარემოს დაცვის სამინისტრომ ხარჯები 2 მილიონ ლარზე მეტით შეამცირა. ეს არის ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯები, ნაწილი კი,  კაპიტალური დანახარჯები, თუმცა ეს არ არის სასიამოვნო შემცირება. ვეცდები, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე წარვადგინო არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შესაძლებლობები და რეზერვები არსებობს,  რომ დასახული ამოცანები შესრულდეს",-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრი  ნოდარ ხადური, პრემიერის დავალებით,  ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს წარადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics