|
2018-10-24 00:50:39, 2257 ნახვა
სამართალი
ივანიშვილი - მირზა სუბელიანი ციხეშია და გაბრაზებულია კაცი, ეს კარგად უნდა გავიგოთ
მთავარი რაც არის დღეს მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, არის ის, რომ ციხეშია და გაბრაზებულია, ეს კარგად უნდა გავიგოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სავარაუდოდ, ფარულ ჩანაწერებში ხელისუფლებას ემუქრება. ივანიშვილის თქმით, აუცილებელია დადგინდეს, ვინ მოახდინა ამ ჩანაწერების გაკეთება. „სუბელიანი გახლდათ მაღალი რანგის ჩინოვნიკი, რომელიც დღეს ციხეშია და ის ჩანაწერები, რომელიც გამოქვეყნდა, წავიკითხე ყველა და კარგად ვიცი, რაზე იყო საუბარი. მთავარი რაც არის დღეს სუბელიანთან დაკავშირებით არის ის, რომ ის ციხეშია და კაცია გაბრაზებული. ეს კარგად უნდა გავიგოთ საზოგადოებამ. მეორე კითხვა რაც ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით, არის ის, რომ საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერები, ვინ ჩაწერა ეს და ვის ინტერესში იყო, ამაზე გამოძიება მიდის და ჩემთვისაც დიდ ინტერესს წარმოადგენს. რაც შეეხება კონკრეტულ შემადგენლობას და შინაარსს ამ ჩანაწერების, თუ მიაქციეთ ყურადღება ეს კაცი იმაზეც საუბრობს, რომ 50-კაციანი არმია ჰყავს, თუ რამე მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან დაკავშირებით, ეს კაცი ყველგან დომინირებდა, რაც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)