08:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 14:17:29, 3867 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთმა წინასწარ დაგეგმა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ჟურნალისტის  ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთმა წინასწარ დაგეგმა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ხაშოგის მკვლელობა საკონსულოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა. მანვე დასძინა, რომ ჟურნალისტის ლიკვიდაციაში საუდის არაბეთიდან ორი ჯგუფი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა. ხაშოგი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics