|
2018-10-20 14:53:26, 1598 ნახვა
სამართალი
შსს - იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადავიყვანეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ „გირჩის“ ლიდერები - იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი განყოფილებაში „საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად“ გადაიყვანა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმე ეხება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. „როგორც იცით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამინისტროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით უკვე დაწყებული აქვს, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა“, - განაცხადეს შსს-ში. „გირჩის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვიჩია და მეგრელიშვილი ამ დროისთვის თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. ბაღში ამ დროისთვის ათობით ადამიანია შეკრებილი. პოლიციამ ბაღის გარშემო ცოცხალი კორდონი აღმართა. ჯერჯერობით მოქალაქეებს ბაღში შესვლა-გამოსვლა თავისუფლად შეუძლიათ. „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ 16:20 საათზეა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)