14:46 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 17:18:54, 823 ნახვა

ეკონომიკა
საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევით, თბილისს საუდის არაბეთის პრინცი,ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი ეწვია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა.

 ვიზიტის ფარგლებში საუდის პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია, რომ საპატიო სტუმარი საინვესტიციო ობიექტებს დაათვალიერებს.

 საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუდის პრინცი ალ-ვალიდი, რომელიც არის საუდის არაბეთის Kingdom Holding-ის მფლობელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და არაბეთის სამყაროს ყველაზე შეძლებული ბიზნესმენია.

გიორგი კვირიკაშვილის  განცხადებით, ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მისი მსვლელობის დროს, ქართული მხარე გეგმავს საპატიო სტუმარს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნოს.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პრინც ალ-ვალიდის ჰოლდინგი რამდენიმე სფეროს მოიცავს, მათ შორისაა სასტუმროების ბიზნესი, კომუნიკაციები, სოფლის მეურნეობა, გართობის ინდუსტრია და ა.შ.

 ვიზიტის დასასრულს, მაღალი რანგის სტუმარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics