|
2018-10-19 20:40:02, 2711 ნახვა
ეკონომიკა
ჰაკათონი „ჰაკატური“ ტექნოპარკში დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ჰაკათონი ,,ჰაკატური“ დაიწყო. თბილისის პარალელურად ჰაკათონი საქართველოს ცხრა რეგიონში (თელავი, თიანეთი, გორი, ხარაგაული, ქუთაისი, ბაღდათი, ზუგდიდი, ჩოხატაური, ბათუმი) ერთდროულად ჩატარდება. ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ და ღონისძიების ორგანიზატორმა ნიკა როსტომაშვილმა ვიდეოხიდის მეშვეობით ჰაკათონის მონაწილეებს ტექნოპარკიდან მიმართეს. ,,ჰაკატური“ ტურისტული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება. მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა. ჰაკათონის მონაწილეებისთვის ამოცანის შესასრულებლად 48 საათია გამოყოფილი. დავალებები შემდეგ კატეგორიებს მოიცავს: ინოვაციური ბიზნეს მოდელის აღწერა და პრაქტიკული ექსპერიმენტი; მობილური აპლიკაცია; ნებისმიერი სახის პროგრამული უზრუნველყოფა; მექანიკური მოწყობილობა ან მისი მოდელი; ახალი პროდუქტის პროტოტიპი ან ვიზუალური კონცეფცია; არსებული საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების გზის კონცეფცია; ბიზნეს პროცესების შედეგად დაგროვებული მონაცემების გამოყენებით ბიზნესისთვის დამატებითი ღირებულების შექმნა; კონკურსტანტები შექმნიან გუნდებს და მოამზადებენ დავალების შესაბამის სადემონსტრაციო ვიდეოებს. ჰაკატურის საორგანიზაციო ჯგუფი სამ საუკეთესო პროექტს გამოარჩევს, თითოეულ მათგანს ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცემა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)