08:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 17:53:46, 2882 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: ჩვენ დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არაფერი გვჭირდება

რუსეთი არსად არ ერევა, ჩვენ დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არაფერი გვჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

კრემლის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი საკუთარ სუვერენიტეტს აფასებს.

„ჩვენ არსად არ ვერევით, ჩვენ გვაქვს დიდი ტერიტორია და სხვისი არაფერი გვჭირდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ასე იყო ყოველთვის ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის განმავლობაში. ეს ჩვენი ხალხის სისხლშია და ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ამ მხრივ ჩვენ თავს თავდაჯერებულად ვგრძნობთ“, - აღნიშნა პუტინმა.

მან ასევე სახელმწიფოს მართვის სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე კარგი მეთოდი მოტივაციაა.

"შიში არ არის მართვის კარგი მეთოდი. ის არ არის სანდო. ყველაზე კარგი მეთოდი პოზიტიური მოტივაცია და ადამიანების დარწმუნებაა. საქმის გადაკეტებელად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო", - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics