|
2018-10-18 17:17:38, 2179 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა
მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს, ქ. ტოკიოში საქართველოსა იაპონიას შორის ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა მიაღწიეს შეთახმება პროექტის ძირითად ტექსტზე, რის შემდეგაც ორივე მხარე დაიწყებს ტექნიკურ-სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას. მოლოდინია, რომ შეთანხების გაფორმებასთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ორივე ქვეყანაში მომდევნო წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდგომაც, მოხდება შეთანხმების ხელმოწერა. საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში დინამიურად ვითარდება. იმის გათვალისწინებით, რომ იაპონია მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი ეკონომიკა (მდ-5 ადგილი მშპ-ს მიხედვით) და წამყვანი მაღალტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანაა, საქართველოსთვის პრიორიტეტულია მასთან პარტნიორული კავშირების გაძლიერება და გაღრმავება. „იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ" შეთანხმება ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას. აღნიშნული შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში იაპონიიდან მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას და დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. ამასთან, იაპონიის მიერ საქართველოში ინვესტიციები პირველად 1997 წელს განხორციელდა. 2007-2017 წლებში იაპონიიდან საქართველოში შემოსულია დაახლოებით 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)